შიმშილობის მეორე დღე პროკურატურასთან - დაკავებული არასრულწლოვნის დედა საქმის მასალების გასაჯაროებას აანონსებს

18.01.26 14:08
შიმშილობის მეორე დღე პროკურატურასთან - დაკავებული არასრულწლოვნის დედა საქმის მასალების გასაჯაროებას აანონსებს

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დედა მეორე დღეა პროკურატურასთან შიმშილობს. სოფო ძნელაძესთან შესახვედრად უწყების წარმომადგენლები ამ დრომდე არ გასულან. 

დაკავებული დემეტრე ჩიქოვანის დედა ამტკიცებს, რომ პროკურატურამ მის შვილს ბრალი მოკლული მასწავლებლის დედის გასაჩუმებლად დაუმძიმა. მისი თქმით, შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს, ვიდრე მის შვილს ბრალს არ მოუხსნიან. 

ძნელაძე ამბობს, რომ საქმის მასალებს გაასაჯაროებს, რომელიც მისი შვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

გიორგი გვარაკიძე ამ ბრალს წაიღებს უკან, როგორც დატოვეს სამართლებრივი ზღვარი. იურისტებმა იციან, შენმა პროკურორებმა იციან, შენს შენობაში ვისაც კი იურისტის დიპლომი აქვს, ყველამ იცის, რაც ჩაიდინე შენი თბილი სკამის გულისთვის. აი, ეგრე, ზუსტად ეგრე დატოვებ სამართლებრივ ზონას და მაგ ბრალს წაიღებ უკან. სასწარფოდ გამოიძიეთ ამ ადამიანის უსამართლო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე აქ მოვკვდები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იმ საქმეში დანაშაულიც იკვეთება დამნაშავეების და უდანაშაულობაც იკვეთება უდანაშაულოების. ყველა ბრალდებაზე პირადად გამოვქავეყნებ ყველაფრის პასუხს საქმის მასალებიდან. საქმის მასალებს დღეს ვირუსულად გავავრცელებ და ყველას ეცოდინება, ამიტომ მაგის დავის საშუალებას, მაგის აპელირების საშუალებას მე თქვენ არ მოგცემთ.

29 სექტემბერს დემეტრე მის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თემქაზე. დემეტრესთვის ვერააირად ვერ იქნებოდა ის უცნაური, რომ დავუშვათ, კონკრეტულად იმ თავის მეგობარს ეთხოვა თემქაზე გაყოლა, იმიტომ, რომ შეყვარებული სწორედ თემქაზე ცხოვრობდა იმ ბიჭის. სიტყვა რომ გითხრათ მეგობარმა, "თემქაზე საქმე მაქვს, გამომყევით, სანახავი მყავს ვიღაც", თქვენ არ აღმოჩენილხართ სიტუაციაში, რომელშიც წასვლამდე, პირობითად ვამბობ, ვერ ეცდოინებოდა, იმიტომ, რომ არავითარი გეგმა არ არსებოდა, - ამბობს სოფო ძნელაძე. 

რა მოხდა?

საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:

სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

რამდენი პირი დააკავეს?

საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ. 

 

 

მსგავსი სიახლეები