საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის საქმე განიხილა - რატომ ვერ მოიცალეს რუსული კანონისთვის?
საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წელს წარმოებაში მიღებულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და გააუქმა ნორმა, რომელიც მამების დეკრეტულ შვებულებას ეხებოდა. საქმე კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე იყო განხილული.
ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში რჩება სხვა საკითხები, მათ შორის პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, რომლებიც სატელეფონო მოსმენებსა და ე.წ. „რუსულ კანონთან“ არის დაკავშირებული. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და სასამართლოს დღევანდელ როლზე მწვავე შეფასება აქვს „მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელს, ეკა ბესელიას. მისი თქმით, სასამართლომ წარსულში არ გამოიყენა საკუთარი კონსტიტუციური ბერკეტები და სწორედ ამან შექმნა ის ვითარება, რაც დღეს ქვეყანაშია.
საკონსტიტუციო სასამართლო არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტვირთის მატარებელი დღეს, რომ რეპრესიები ხდება, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რომ თავის დროზე ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დროს ის შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა, როცა ვითხოვდით, შეეჩერებინათ ამ კანონის მოქმედება, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით როდესაც იყო მოთხოვნა, საერთოდ არ მიიღო ეს სარჩელი, დღეს ავირიდებდით ჩვენ ამ მძიმე სიტუაციას, რაც ქვეყანაშია და ყველაზე დიდი პასუხისმგებობა დღესეკისრება მოსამართლეებს, რომლებიც საკუთარ მოვალეობაზე ამბობენ უარს და მისცეს უფლება სისტემას, ყოფილიყო ასეთი რეპრესიული და უსამართლო მოქალაქეების წინააღმდეგ. უბრალოდ, ეს სასამართლო, რომელსაც აქვს უმნიშველოვანესი როლი და კონსტიტუციურ კონტროლს ახორციელებს, ეს სასამართლოც გახდა "ოცნების" ერთ-ერთი ფილიალი, - ამბობს "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი ეკა ბესელია.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კრიტიკული საქმეების განუხილველობაზე საუბრობს გიორგი დავითური, IDFI-ის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, სასამართლო ფაქტობრივად არ რეაგირებს იმ სარჩელებზე, რომლებიც კონსტიტუციური წესრიგის ფუნდამენტურ დარღვევებს უკავშირდება.
ყველა ის კრიტიკული საქმე, რაც დაკავშირებულია არსებული კონსტიტუციური წესრიგის ფუნდამენტურ დარღვევასთან, იქნება ეს რუსული კანონი, იქნება ესპოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობა, იქნება ეს ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიები, ყველაფერ ამას და მსგავს სარჩელებს, რაც საკონსტიტუციოშია შესული, საკონსტიტუციო სასამართლოში არაფერზე განხილვა, არაფერზე სიახლე, ფაქტობრივად, ამ დროისთვის არ არის. აღნიშნული, ჩემი აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ირიბად უარს ამბობსსაკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე ქვეყნისთვის ყველაზზე კრიტიკულ მომენტში, იმ მომენტში, როდესაც კონსტიტუციური წესრიგი არის საფრთხის ქვეშ როგორც დემოკრატიულობის თვალსაზრისით, ისე ფუნდამენტური უფლებების თვალსაზრისით ალბათ იშვიათად ყოფილა, - ამბობს IDFI-ის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში