ნიუ-იორკში სუხიშვილების კონცერტს მსახიობი რობერტ დე ნირო დაესწრო
ლეგენდარულმა ქართულმა ანსამბლმა სუხიშვილები კონცერტი ნიუ-იორკში, Carnegie Hall-ში გამართა. ღონისძიებას დაესწრო ცნობილი ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო.
კონცერტის დასრულების შემდეგ, მანჰეტენზე მდებარე საკონცერტო დარბაზში, დე ნირო კულისებში გადავიდა, სადაც შეხვდა ანსამბლის მოცეკვავეებს და ხელმძღვანელებს — ნინო და ილიკო სუხიშვილებს.
ამასთან, წელს საქართველოში ანსამბლის საიუბილეო კონცერტის ჩასატარებლად საკონცერტო დარბაზი არ გამოყოფილა.