გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დემეტრე ჩიქოვანის დედა გენერალურ პროკურატურასთან უკვე მეორე დღეა შიმშილობს. სოფო ძნელაძე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს დამძიმებული ბრალდების წინააღმდეგ და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.
სოფო ძნელაძის თქმით, არასრულწლოვანს მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია და დანაშაულის დღეს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, რასაც, მისი განმარტებით, საქმის მასალებიც ადასტურებს. ის აცხადებს, რომ აღნიშნული მასალების გასაჯაროებას გეგმავს და ამტკიცებს, რომ ბრალდების დამძიმება მხოლოდ საქმის „ჩაფარცხვის“ მიზნით მოხდა.
ამასთან, მისი მტკიცებით, თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მოზარდს ახალი მუხლი მოკლული პედაგოგის დედის გასაჩუმებლად დაუმძიმეს.
მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე, აცხადებს, რომ საქმის მასალებში არსებული ჩვენებები დეტალურად ასახავს, როგორ იგეგმებოდა მისი შვილის მკვლელობა რამდენიმე დღის განმავლობაში და როგორ იქნა ეს გეგმა ჯგუფურად განხორციელებული 1 ოქტომბერს.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.