ტროტუარზე დგომისთვის ერთ წლამდე პატიმრობა კიდევ სამ ადამიანს ემუქრება

18.01.26 20:16
ტროტუარზე დგომისთვის ერთ წლამდე პატიმრობა კიდევ სამ ადამიანს ემუქრება

ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კიდევ სამ ადამიანს ემუქრება. არსებული ინფორმაციით, ორი პირი უკვე დაკავებულია, ხოლო მესამე პოლიციის მხრიდან შესაძლო დაკავებას ელოდება.

დაკავებულთა შორის არის მთარგმნელი ნინო ბარძიმიშვილი, რომელიც, ადვოკატის ინფორმაციით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს, მაშინ, როდესაც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. იურისტის განცხადებით, დაკავების დროს მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.

ადვოკატმა დაკავებულის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ნინო ბარძიმიშვილს აღენიშნება დალურჯებები და სისხლჩაქცევები. მისივე თქმით, დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომა ამ დრომდე არ აქვს.

გამოძიების მხრიდან განმარტება არ გაკეთებულა, თუ რატომ ითვალისწინებს თბილისში, ტროტუარზე დგომის ფაქტი ერთ წლამდე პატიმრობას.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოში ამავე საქმეზე ბრალდებული ისაკო დევიძის პროცესიც ჩატარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული იზოლატორიდან სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ დაცვის მხარეს ამის შესახებ წინასწარ არ შეუტყობინეს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები