ტერორი თბილისის ქუჩებში - რა დევს ფაშისტური დაჯგუფების საქმის მასალებში

18.01.26 20:12
ტერორი თბილისის ქუჩებში - რა დევს ფაშისტური დაჯგუფების საქმის მასალებში

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მოქმედი ჯგუფის წევრები არაერთ პირს, მათ შორის არასრულწლოვნებსა და სრულწლოვნებს, ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ. გამოძიების მონაცემებით, დაზარალებულები მიტოვებულ შენობებში მიჰყავდათ, სადაც მათზე ჯგუფურად ძალადობდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, ძალადობის პროცესს მონაწილეები მობილური ტელეფონებით იღებდნენ, ხოლო ჩანაწერებს მოგვიანებით დაზარალებულთა შანტაჟისთვის იყენებდნენ. გამოძიების ინფორმაციით, კომპრომატული მასალის გავრცელების შიშით, მსხვერპლები იძულებული ხდებოდნენ, შეესრულებინათ ჯგუფის ლიდერების მოთხოვნები.

დაზარალებულთა ჩვენებების თანახმად, საქმე ეხება სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის ფიზიკურ ძალადობას, ღირსების შემლახავ მოპყრობას, გაუპატიურების მუქარასა და ბლაგვი საგნებით სხეულის დაზიანებას. გამოძიება სწავლობს ასევე სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესაძლო ფაქტებს.

სამართალდამცველებმა საქმეზე 16 პირი დააკავეს, მათგან 10 არასრულწლოვანია, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლე გოგონებიც. 

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები