ფოთის სასამართლომ მასწავლებლის მიმართ მუქარის საქმეზე ბრალდებულს გირაო შეუფარდა

18.01.26 20:37
ფოთის სასამართლომ მასწავლებლის მიმართ მუქარის საქმეზე ბრალდებულს გირაო შეუფარდა

ფოთის სასამართლომ გირაო შეუფარდა ახალგაზრდას, რომელმაც მასწავლებელს ჯერ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა, შემდეგ კი მუქარის წერილები გაუგზავნა. 21 წლის ბრალდებული ციხეს ორი ათასი ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს.

იგორ კეკელიას ორი თვის წინ გაუვრცელეს პერსონალური ინფორმაცია. ამის გამო ფოთის საჯარო სკოლის მასწავლებელი ბულინგისა და დამცირების მსხვერპლი აღმოჩნდა. ირკვევა, რომ პედაგოგმა პროკურატურას თავად სთხოვა მსუბუქი სასჯელი შეეფარდებინათ 21 წლის ახლაგაზრდისთვის.

ახალგაზრდამ მესინჯერში მომწერა პირადად. ჯერ გამეცნო და შემდეგ გადავიდა მუქარაზე, რომ ფეხებს მომამტვრევდა, გადავიდა დედის გინებაზე, ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომმართა და მემუქრებოდა, რომ თუ სადმე გადამეყრებოდა, მე ის აუცილებლად გამისწორდებოდა. მუქარის შემცველი შეტყობინებების გამოგზავნა ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და რასაკვირველია, ყველამ პასუხი უნდა აგოს. კანონი იმისთვის უნდა კანონობდეს, რომ სამართლებრვ სახელმწიფოში სწორედ ამ კანონმა დაგიცვას, - ამბობს იგორ კეკელია. 

მსგავსი სიახლეები