ანასტასია ვინახულე ციხეში, დაუძლურებულია, 30 წლის გოგო 60 წლის ქალს დამსგავსებია - ზურაბ ცეცხლაძე
ანასტასია ზინოვკინას სამედიცინო დახმარება სჭირდება, - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე facebook-ზე წერს.
მისი თქმით, მან ზინოვკინა პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა და ის ჯანმრთელობის პრობლემებისა და ციხეში არსებული პირობების გამო ძალიან დასუსტებულია.
„ეს 30 წლის გოგო ავადმყოფობისა და ციხეში არსებული აუტანელი მდგომარეობის გამო 60 წლის ქალს დამსგავსებია“,- წერს ცეცხლაძე.
„ჩემს ძვირფას აუდიტორიას, თანამებრძოლებს და საზოგადოებას უნდა მივაწოდო ერთი ძალიან საგულისხმო ინფორმაცია, სინდისი პატიმარზე და ნამდვილ პოლიტიკურ ტყვეზე, ანასტასია ზინოვკინაზე.
ანასტასია ვინახულე პენიტენციურ დაწესებულებაში რამოდენიმე დღის წინ და გაოგნებული დავრჩი მისი მდგომარეობით, მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობით.
რამდენიმე საათი დავრჩი მასთან სასაუბროდ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ დაჯდა, ხერხემალში ტკივილების გამო. ეს 30 წლის გოგო ავადმყოფობისა და ციხეში არსებული აუტანელი მდგომარეობის გამო 60 წლის ქალს დამსგავსებია. ძალიან დასუსტებულია, ფაქტობრივად, დაუძლურებულია და გამორიცხული არ არის მისი განადგურებული ჯანმრთელობა ციხის პირობებს ვეღარ გაუძლებს და ფატალურად დასრულდება მისი პატიმრობა.
ამ უკომპრომისო, პუტინის წინააღმდეგ მებრძოლ უშიშარ და თავგანწირულ გოგოს სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება და გვერდში დგომა, მინიმუმ ის მაინც უნდა შევძლოთ რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორთოპედიული მატრასი და ბალიში მაინც შევაძენინოთ მისთვის.
და ბოლოს, ანასტასია ზინოვკინას რომ რამე დაემართოს ციხეში, ამ ცოდვას და სირცხვილს საქართველო და ქართული საზოგადოება საუკუნეები ვერ ჩამოირეცხავს.
მოგიწოდებთ პროტესტში ჩართულ აქტიურ საზოგადოებას, დავაორგანიზოთ აქცის სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებასთან და სასწრაფოდ რაღაცით ვუშველოთ ამ მებრძოლ, დაუჩოქებელ და თავდადებულ გოგოს.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!!!", - წერს ზურა ცეცხლაძე.
ცნობისთვის, აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს 12 სექტემბერს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესჯათ.
რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რასაც ბრალდებულები უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა - ზინოვკინა იმასაც ამბობდა, რომ პოლიციელები მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში