შეწყალების აქტის მოლოდინში - გლდანის ციხესთან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები იკრიბებიან

19.01.26 11:18
შეწყალების აქტის მოლოდინში - გლდანის ციხესთან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები იკრიბებიან

შეწყალების აქტის მოლოდინში - გლდანის ციხესთან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები იკრიბებიან.

ისინი შეწყალების აქტს ელოდებიან, რომელიც ყაველაშვილმა უნდა გამოსცეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ყაველაშვილმა გაავრცელა, თუმცა, რამდენი ადამიანი მოხვდება შეწყალებულთა სიაში და იქნებიან თუ არ მათ შორის სინდისის პატიმრების ჯერჯერობით, უცნობია.

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, მოლოდინი არ აქვთ, რომ მათი შვილები ციხეს დატოვებენ, თუმცა, ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება, ბრძოლა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, რადგან მათ მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრების გათავისუფლება კი არა, ქვეყნის გათავისუფლება სურთ.

დიდი მოლოდინი, ამ მარიონეტი ხელისუფლებისგან არ მაქვს. რადგან ყელში ჰყავთ მათ ეს პატიმრები გაჩხერილი,რადგან შეწყალება არ სთხოვეს მათ და არ აღიარეს პრეზიდენტად. მე თორნიკე 16-ში ვნახე და მითხრა, დედა, არ ააგო კოშკები, მართლაც არ ვაგებთ კოშკებს, ჩვენც ასე ვართო, არც ჩანთა გვაქვს ჩალაგებული და არც პარკი, თუ გამოგვიშვებენ წამოვალთო, ყველაც რომ გამოუშვან, ვფიქრობ, პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ესენიც შემოგვიერთდებიან და ბრძოლას გავაგრძელებთ. ჩვენ მხოლოდ პატიმრების გათავისუფლებისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის გადარჩენისთვის, - განაცხადა მარიზი კობახიძემ.

გათავისუფლების მოლოდინი არ აქვს ზვიად ცეცხლაძის დედასაც. მისი თქმით, “ოცნებას“ ეს ბიჭები გარეთ არ უნდა, რადგან ისინი ქვეყნისთვის იბრძვიანდ ა ქვეყანა უყვართ. 

ზვიადზე ნამდვილად არ ველოდები, შეიძლება შეიწყალოს კრიმინალები, არცევნების დროს რომ გამოიყენა კრიმინალები და შეპირდა, მაგენს რომ, დაგევხმარეთ და შეგიწყალებთ, მაგის იმედი უფრო მაქვს და ჩვენი ბიჭები, ვისაც ქვეყანა უყვარს და ქვეყნისთვის იბრძვის, ეგ ბიჭები ამ მთავრობას გარეთ არ უნდა. ესენი დღეს რას ფიქრობენ, ხვალ რას იზამენ, ვერ მიხვდები. ზვიადი დადებითად არ ფიქრობს, მას იმედების გაცრუება არ უყვარს, დაველოდოთ მოვლენებს, ვნახოთ რა იქნება, - განაცხადა ზვიად ცეცხლაძის დედამ.

მსგავსი სიახლეები