ქალი პირდაპირ მადებს ხელს, რომ დანაშაული ვიცოდი და დავფარე, რატომ არ მაკავებთ? - დაკავებული არასრულწლოვანის დედა

19.01.26 11:43
ქალი პირდაპირ მადებს ხელს, რომ დანაშაული ვიცოდი და დავფარე, რატომ არ მაკავებთ? - დაკავებული არასრულწლოვანის დედა

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაჭერილი არასწრულოვნის დედამ პროკურატურასთან მესამე ღამე გაათენა.

სოფო ძნელაძე მისი ვაჟისთვის ბრალის დამძიმებას შიმშილობით აპროტესტებს.

მოვკვდები პროკურატურასთან, თუ საგამოძიებო უწყება ჩემ შვილს ბრალს არ გადაუკვალიფიცირებს - ამბობს ის.

სოფო ძნელაძე საკუთარი შვილის სიმართლეში დარწმუნებულია და ამბობს, რომ მისმა შვილმა არაფერი იცოდა, ამ მძიმე დანაშაულის დეტალებზე.

არავინ დაგვკავშირებია პროკურატურიდან. სიმართლე გითხრათ, არც ველოდები, რომ აქ ვინმე გამოვიდეს პროკურატურიდან და ჩემთან საუბარი დაიწყოს. 12 იანვარს ვინ, ვის, სად, რომელ სახელმწიფო დაწესებულებაში, დახურულ შეხვედრაზე შეხვდა, რა დაპირება მიიღო და ამის შედემგ რა გაკეთდა, ამას დაგილაგებთ ყველაფერს. აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იყოს საჯარო. ასე არ არის, დღეს მომინდება ის დასაჯეთ, ხვალ მომინდება ეს. პროკურატურას მივმართავ, თქვენ ეს ქალბატონი გატყობინებთ, რომ მეც დანაშაული ვიცოდი და დავფარე, რატომ არ მაკავებთ. თუ იცავთ კანონს, უზენაესობას, თუ მაგ კანონით დააკავეთ ჩემი შვილი, მეც მცოდნია 17 ში და 18-ში გიგა ავალიანის სხეული დაზიანებასთან დაკავშირებით და დიახ, ვიცოდი, და განვმარტე საიდან. რატომ არ მაკავებთ, მეც ვიცოდი. ქალი პირდაპირ მადებს ხელს, - ამბობს ძნელაძე.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დემეტრე ჩიქოვანის დედა გენერალურ პროკურატურასთან სამი დღეა შიმშილობსსოფო ძნელაძე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს დამძიმებული ბრალდების წინააღმდეგ და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

სოფო ძნელაძის თქმით, არასრულწლოვანს მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია და დანაშაულის დღეს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, რასაც, მისი განმარტებით, საქმის მასალებიც ადასტურებს. ის აცხადებს, რომ აღნიშნული მასალების გასაჯაროებას გეგმავს და ამტკიცებს, რომ ბრალდების დამძიმება მხოლოდ საქმის „ჩაფარცხვის“ მიზნით მოხდა.

რა მოხდა?

საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:

სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

რამდენი პირი დააკავეს?

საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ. 

 

მსგავსი სიახლეები