შეწყალების მოლოდინი, ამ მარიონეტი ხელისუფლებისგან არ მაქვს, მათ ეს პატიმრები ყელში ჰყავთ გაჩხერილი - მარიზი კობახიძე

19.01.26 12:07
შეწყალების მოლოდინი, ამ მარიონეტი ხელისუფლებისგან არ მაქვს, მათ ეს პატიმრები ყელში ჰყავთ გაჩხერილი - მარიზი კობახიძე

დიდი მოლოდინი, ამ მარიონეტი ხელისუფლებისგან არ მაქვს. რადგან ყელში ჰყავთ მათ ეს პატიმრები გაჩხერილი, რადგან შეწყალება არ სთხოვეს მათ და არ აღიარეს პრეზიდენტად, ამის შესახებ სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ გლდანის ციხესთან განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალებას არ ელოდება არც მისი შვილი.

თორნიკე 16-ში ვნახე და მითხრა, დედა, არ ააგო კოშკები, ჩვენც ასე ვართო, - ამბობს კობახიძე.

დიდი მოლოდინი, ამ მარიონეტი ხელისუფლებისგან არ მაქვს. რადგან ყელში ჰყავთ მათ ეს პატიმრები გაჩხერილი, რადგან შეწყალება არ სთხოვეს მათ და არ აღიარეს პრეზიდენტად. მე თორნიკე 16-ში ვნახე და მითხრა, დედა, არ ააგო კოშკები, მართლაც არ ვაგებთ კოშკებს, ჩვენც ასე ვართო, არც ჩანთა გვაქვს ჩალაგებული და არც პარკი, თუ გამოგვიშვებენ წამოვალთო, ყველაც რომ გამოუშვან, ვფიქრობ, პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ესენიც შემოგვიერთდებიან და ბრძოლას გავაგრძელებთ. ჩვენ მხოლოდ პატიმრების გათავისუფლებისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის გადარჩენისთვის, - განაცხადა მარიზი კობახიძემ.

შეწყალების აქტის მოლოდინში - გლდანის ციხესთან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დილიდან შეკრიბნენ.

ისინი შეწყალების აქტს ელოდებიან, რომელიც ყაველაშვილმა უნდა გამოსცეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ყაველაშვილმა გაავრცელა, თუმცა, რამდენი ადამიანი მოხვდება შეწყალებულთა სიაში და იქნებიან თუ არ მათ შორის სინდისის პატიმრების ჯერჯერობით, უცნობია.

მსგავსი სიახლეები