ისეთია ხალხია ციხეში, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, გარეთ რომ ვიყოთ ჩვენ - რეზო კიკნაძის ზარი ციხიდან
რეზო კიკნაძემ სინდისის პატიმრების მშობლებს დაურეკა, რომლებიც დილიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან და ყაველაშვილის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს ელოდებიან.
კიკნაძე ამბობს, რომ შეწყალების მოლოდინი არ აქვს და არც სურს, რომ შეიწყალონ, რადგან ისეთი ადამიანები სხედან ციხეში, თავად რომ გამოვიდეს, თავს დამნაშვედ იგრძნობს.
მოლოდინი არ გვაქვს არანაირი, არც გვინდა კაცო, საერთოდ, იმიტომ რომ, ისეთი ხალხია ციხეში, მათე დევიძე, ანრი კავარცხელია, მზია ამაღლობელი, რომ რაღაცნაირად, დამნაშავედ ჩავთვლი თავს, რომ გარეთ ვიყოთ ჩვენ. აქედან როცა მოგვიწევს, გამოვალთ თავაწეულები, საერთოდ არ ვეტყვი არავის შეწყალებაზე არაფერს, - ამბობს რეზო კიკნაძე.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში