"რატომ გვტანჯავენ?" - შეწყალების აქტს სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც ელოდებიან

19.01.26 18:00
"რატომ გვტანჯავენ?" - შეწყალების აქტს სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც ელოდებიან

მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების აქტი ამ დრომდე არ გამოუცია. ბოლო განცხადება, რომელიც მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა,  რამდენიმე საათის  წინ არის დაწერილი და ნათლისღების მილოცვას ეხებოდა.  

სამუშაო საათები წესით დასრულდა, თუმცა შეწყალების აქტი არ ჩანს.  

საუბარი არ ეხება მხოლოდ სინდისის  პატიმრებს, დილიდან ნამდვილი ომი აქვს  ყველა იმ მსჯავრდებულის ოჯახის წევრს, ვისაც შეწყალების თხოვნა ქონდა გაგზავნილი.

"რატომ გვტანჯავენ?" - იწერება არაერთი პოსტი პატიმართა ჯგუფებში. 

მსგავსი სიახლეები