ფაშისტური დაჯგუფების საქმე - "პირველებმა" ოპერატიული პატაკი მოიპოვა
ოპერატიული პატაკით, ხალხის წამების საქმიდან, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, დგინდება, რომ პოლიცია კამერების ჩანაწერებს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ეძებს და წინასწარ იცის, რომ სწორედ აქ აწამებდნენ ბანდის წევრები ხალხს. თბილისი რუსთაველის გამზირი, მეტროს მიმდებარე ტერიტორია, თბილისი ბაქრაძის ჩიხი ვერაზე, კოსტავას გამზირის 14 ნომერი - სასტუმროს სტამბას მიმდებარე ტერიტორია და ია ეკალაძის ქუჩა - ეს ის ჩიხია, რომელითაც კოსტავას გამზირს ახვლედიანის ქუჩასთან აკავშირებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ სწორედ აქ ხდება თავდასხმების ორგანიზება. საქმეში დევს ერთ-ერთი არასრულწლოვნის ჩვენება, რომელიც კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჩაითრია.
ჩვენება, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა უმძიმესი დანაშაულებების საქმის ოქროს მოწმეს ეკუთვნის. შოკისმომგვრელ ფაქტებსა და საზარელ დანაშაულებებზე არასრულწლოვანი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება. 17 წლის გოგონა, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს კარგად იცნობდა აღწერს რა სქემით აწამებდნენ, ძალადობდნენ და ამცირებდნენ ადამიანებს დედაქალაქის ქუჩებში "ნეონაცისტებად" წოდებული ახალგაზრდების ბანდა.
კასტეტა, ჩურკა, კისა, აზრიელა და სტურუა - ამ მეტსახელების უკან ბანდის ყველა ის ლიდერი იმალება, ვინც მსხვერპლს მისი შეხედულების, ორიენტაციის ან ჩაცმულობის გამო არჩევდა, ტანჯვის საათებს უწყობდა და ხელქვეითს ვიდეოს აღებინებდა. ვის უნდა დაერტყა გამეტებით არჩეულ მსხვერპლისთვის ამას ჯეირანის თამაშით წყვეტდნენ. განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ჯგუფიდან ყველაზე სასტიკი ჯეირანში გამარჯვებული უნდა ყოფილიყო.
17 წლის გოგონა, რომელიც მეგობრის წამების თვითმხილველია, ჩვენებაში წერს, რომ თუ "ნეონაცისტური" დაჯგუფების მეთაურს წამების ამსახველი ვიდეო არ დააკმაყოფილებდა, ხელმეორედ გადასაღებად მსხვერპლს, ტანჯვის წუთებს თავიდან უწყობდნენ.
შემზარავი დანაშაულებების სერია ქალაქის ცენტრში ყოველდღიურად მიმდინარეობდა. "პირველებმა" მოიპოვა პოლიციის პატაკი საქმის მასალებიდან საიდანაც დგინდება, სად იწყებოდა არასრულწლოვნების კრიმინალური გარჩევები კოსტავას ქუჩა, დიმიტრი ბაქრაძის II ჩიხი და რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია-სივრცეში სადაც უამრავი სათვალთვალო კამერაა და პოლიციაც ხშირად გადაადგილდებოდა. ძალადობრივი ბანდის წევრებისთვის შემაკავებელი არც ათობით მოქალაქე იყო, რომელიც ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
ადვოკატები ვინც ძალადობის მუხლით დაკავებულებს იცავენ ამბობენ, რომ ჯგუფის ლიდერები მსხვერპლის გარდა თანამზრახველებსაც ირჩევდნენ, ვისაც შანტაჟით და მუქარით მსხვერპლზე ანგარიშსწორებას აიძულებდნენ.
დეტალებით სოფო ნიაური
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში