"შეწყალება კი არა - წესით ბოდიში უნდა მოუხადონ სინდისის პატიმრებს" - მამა ილია თოლორაია
"შეწყალება კი არა - წესით ბოდიში უნდა მოუხადონ სინდისის პატიმრებს, პოლიტპატიმრებს" - ამის შესახებ მამა ილია თოლორაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" უნდა აღიაროს, რომ ტყუილად ჩასვეს ციხეში პრო-ევროპული აქციების მონაწილეები - "გააღონ ციხის კარი და გამოუშვან ყველა".
ამ ხელისუფლებამ არც ნათლისღება იცის და არც შობა — საერთოდ არაფერი აკავშირებს ქრისტიანობასთან. დილიდან, ასეთ თოვლში და ყინვაში, პატიმრების დედები ციხესთან იდგნენ და ჯერ არავინ გაუთავისუფლებიათ. შეწყალება კი არა — წესით ბოდიში უნდა მოუხადონ სინდისის პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, აღიარონ საკუთარი დანაშაული, რომ ტყუილად ჩასვეს ციხეში, გააღონ ციხის კარი და გამოუშვან ყველა. მაგრამ ამას არ აკეთებენ. იცით რატომ? იმიტომ, რომ ეს არის რეჟიმი, დიქტატურა და სხვა არაფერი.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს," - წერს მამა ილია თოლორაია.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში