თბილისში ჩინელი ქალი მოკლეს - დაჭრილია კიდევ ერთი პირი
თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს, დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ირკვევა, რომ შემზარავი ფაქტი მასაჟის ცენტრ - Lotus thai massage-ში მოხდა.
მოკლულსა და დაჭრილს დაზიანება ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.