წამებასთან გათანაბრებული ქმედებაა -მედიკოსთა ალტერნატიული ჯგუფი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

01.11.21 15:18
წამებასთან გათანაბრებული ქმედებაა -მედიკოსთა ალტერნატიული ჯგუფი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

შიმშილობის ერთი თვის თავზე სააკაშვილთან ციხეში შეშვებას მედიკოსთა ალტერნატიული ჯგუფი ითხოვს. 

ცხრა კაციანი შემადგენლობა რეანიმატოლოგით, კარდიოლოგით, ენტოკრინოლოგებით და ჰემატოლოგებითაა დაკომპლექტებული. ამ ჯგუფშია ჰოლანდიიდან ჩამოსული სააკაშვილის პირადი ექიმიც.

 ცენტრი ,,ემპათიას", ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი,  მოითხოვს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ,,ცე" ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში.

შექმნილია მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი, მივმართეთ სასჯელაღსრულებას, მოვითხოვთ ექსპერტების დაშვება სამდიცინო შემოწმების კუთხით, ვეცნობით დოკუმენტაციას და წარმოდგენილ იქნება დასკვნა. 

წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით მოვითხოვთ ბატონი სააკაშვილის გადაყვანას ცე კლასის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მაღალტექნოლოგიური აპარატურაა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, თუ ეს არ შესრულდება, ნიშნავს, რომ ხდება პაციენტის უფლების დარღვევა ალტერნატიული სამედიცო მომსახურეობის გაწევაზე. 

პატიმრის უფლების დარღვევა განიხილება ევროკონვენციით, როგორც ადამიანის უფლების დარღვევა, ეს არის წამებასთან გათანაბრებული ქმედება, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი