გაზსადენის დაზიანების გამო გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 3 300 აბონენტს შეუწყდა

20.01.26 10:40
გაზსადენის დაზიანების გამო გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 3 300 აბონენტს შეუწყდა

გაზსადენის დაზიანების გამო გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 3 300 აბონენტს შეუწყდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. 

გაზსადენის დაზიანების გამო, დღეს 20 იანვარს 06:30 სთ-დან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა: 

გლდანის III მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 4ა, 5, 6, 7, 7ა, 8, 9, 10, 10ა, 11, 12, 13, 13ა, 68ა, 68ბ, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 85-ში, ასევე   III-ა მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 3, 3ა-შიმცხოვრებ მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 10:00 სთ-დან და დასრულდება 16.00 სთ-მდე.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. 

გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. 

თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: 

ცხელი ხაზი: +995 32 2404004

სწრაფი რეაგირების სამსახური 114". 

მსგავსი სიახლეები