შეწყალების ჰუმანური აქტი ადამიანების ტანჯვის და სადიზმის აქტად გადააქციეს - ზურა ვარდიაშვილი

20.01.26 11:21
შეწყალების ჰუმანური აქტი ადამიანების ტანჯვის და სადიზმის აქტად გადააქციეს - ზურა ვარდიაშვილი

 

 

"პუბლიკას" რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი ამბობს, "ოცნებამ" შეწყალების ჰუმანური აქტი "სადიზმის აქტად" გადააქცია და სწორედ ამის მაგალითი იყო გუშინდელი დღე, როდესაც მმართველმა პარტიამ სინდისის პატიმრებისა და სხვა მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს თოვასა და სიცივეში გაატარებინა.

ზურა ვარდიაშვილი გუშინ მთელი დღე და ღამე მზია ამაღლობელის სხვა გულშემატკივრებთან ერთად რუსთავის ციხესთან იმყოფებოდა, ის დღესაც რუსთავის ქალთა ციხესთან იმყოფება. 

შეწყალების აქტი თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ჩვენ ეს ორი დღეა თვალს ვადევნებთ იმას, რომ ეს ჰუმანური აქტი როგორ გადააქციეს სადიზმის აქტად, იმიტომ, რომ ამ ადამიანების ოჯახის წევრები, ძმები,  დედები, შვილები, ახლობლები, მთელი ქვეყანა უწყვეტ მოლოდინის რეჟიმში ჩააბეს. ერთი შეხედვით ჰუმანურობის აქტი ადამიანების წვალების, ტანჯვის, ადამიანების ემოციური განადგურების აქტად გადააქციეს,

არავინ არაფერი არ  იცის, აქ ხომ არ არის საუბარი მხოლოდ სინდისის პატიმრებზე, არიან სხვა მსჯავრდებულები, რომლებსაც დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მაგრამ იმსახურებენ შეწყალებას", - აცხადებს ზურა ვარდიაშვილი. 

შეწყალების აქტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მსჯავრდებულები გუშინ დილიდან ციხეებთან თოვასა და სიცივეში ელოდებოდნენ, თუმცა "ოცნების" პრეზიდენტმა აქტი ღამის დაახლოებით 22:30 წუთზე გამოსცა. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა და მოხვდნენ თუ არა სიაში სინდისის პატიმრები. 

  

მსგავსი სიახლეები