სინდისის 11 პატიმრის საქმე სააპელაციოში
სააპელაციო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის პროცესი გაიმართება.
სხდომა მეორე ინსტანციის სასამართლოში ზუსტად 12 საათზეა ჩანიშნული. უკვე ადვოკატებს ეცნობათ, რომ სხდომა არ გადადებულა, რაც უფლებადამცველებისთვის იმას ნიშნავს, რომ 11 სინდისის პატიმრიდან შეწყალებულთა სიაში არცერთი არაა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის და ბრალდების მხარეებმა შესავალი სიტყვით უნდა ისარგებლონ. ასევე სიტყვით ისარგებლებენ მსჯავრდებულებიც. საქმეს მოსამართლე თეა ლეონიძე განიხილავს.
სააპალაციო სასამართლოსთან უკვე იმყოფებაინ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებმაც გუშინ მთელი დღე თოვასა და სიცივეში ციხეებთან შეწყალების აქტის მოლოდინში გაატარეს.
როგორც ირაკლი ქერაშვილის ცოლი, ქეთუნა დანელია "პირველებთან" ამბობს, რაც გუშინ "ოცნებამ" ჩაიდინა, ეს იყო ადამიანების წამება.
მე პირადად არ ველოდი, არც ირაკლი ელოდა შეწყალებას. ჩვენი პატიმრები რომ დავივიწყოთ, სხვა ადამიანებსი შეწყალებას ხომ სჭირდებოდა გონივრული დრო, ყველას აწამებენ, აქ მარტო სინდისის პატიმრებზე და პოლიტპატიმრებზე არ არის საუბარი, მოლოდინი არასდროს არაფრის არ მაქვს. ჩვენ ვიბრძვით, როგორც დავიწყეთ ბრძოლა. ვაბრძოლებთ ჯერჯერობით ლეგალურად. დავხურავთ ამასაც, დავხურავთ უზენაესსაც და წავალთ სტრასბურგშიც", - განაცხადა ირაკლი ქერაშვილის ცოლმა, ქეთუნა დანელიამ.
ცნობისთვის, სააპელაციოში სინდისის 11-მა პატიმარმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ გამოტანილი 2 წლიანი განაჩენი გაასაჩივრეს.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში