საქალაქო სასამართლოში ზურაბ მენთეშაშვილის პროცესი მიმდინარეობს

20.01.26 11:41
საქალაქო სასამართლოში ზურაბ მენთეშაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება. 

მხარეები დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. 

ცნობისთვის, ზურაბ მენთეშაშვილი დაკავების დღიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და უკვე 81 დღეა შიმშილობს. 

უფლებადამცველის თქმით, მათ პენიტენციურ დაწესებულებას პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ მიმართეს - "ვნახავთ რა სახის პრობლემები გამოიწვია ამდენ-დღიანმა შიმშილობამ". 

დღეს უკვე დაიწყება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ბრალდების მხარე რა სახის მტკიცებულებებს გამოიკვლევს, ეს იქნება წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა, თუ ამ შემთხვევაში მოხდება მოწმეების გამოკვლევა, ან თუნდაც ვიდეო-მასალის გამოკვლევა. თუმცა ჩვენ ნებისმიერი სახის მტკიცებულებების გამოკვლევისთვის მზად ვართ. 

ზურაბ მენთეშაშვილს შევხვდი პარასკევს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობაში არის, რა თქმა უნდა, ამდენ დღიანი შიმშილობა მის ჯანმრთელობაზე აისახა, ის გარკვეულ ჩივილებზე საუბრობს. ჩვენ დღეს მივმართეთ პენიტენციურ დაწესებულებას განცხადებით და გამოვითხოვეთ მისი ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტები და ვნახავთ რა სახის პრობლემები გამოიწვია ამდენ-დღიანმა შიმშილობამ," - განაცხადა უფლებადამცველმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე. 

  • ზურაბ მენთეშაშვილთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, მას სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება.

[ფოტო: "პუბლიკა"] 

მსგავსი სიახლეები