ხონში ტურამ ქალი დაგლიჯა
ხონში ქალი ტურამ დაგლიჯა - შემთხვევა პატარა ჯიხაიშში დღის საათებში მოხდა. დაშავებულის თქმით, მეზობლისგან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა, როცა გავეშებული ცხოველი თავს დაესხა და დაკბინა.
არ დავკვირვებივარ, ძაღლი მეგონა. ბუჩქებიდან უცებ მომიახლოვდა და დამეტაკა.. ვერაფრით ვერ მოვაშორე და ხელები ჩავყავი, ტუჩები არ მომაგლიჯოს-მეთქი, ორივე ხელებით დავაბერტყე დაბლა და დავაჭირე ფეხი და დავიძახე, მიშველეთ! მერე ნაჯახით მოკლეს, სასწრაფოც გამოვიძახეთ",- ამბობს ნანა მიქაძე