გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე პირმა დატოვა - არცერთი არ არის პრო-ევროპული აქციების დროს დაკავებული
გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულება, რამდენიმე წუთის წინ, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა სიიდან, 3-მა პირმა დატოვა. ინფორმაციას ადგილიდან "პირველების" რედაქციას ჟურნალისტი აწვდის.
როგორც ისინი პირად საუბრებში ამბობენ, მათ გათავისუფლების მოლოდინი არ ჰქონდათ, თუმცა რამდენიმე საათის წინ მათთვის ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულ პატიმართა შორის მოხვდნენ.
გათავისუფლებული პატიმრებიდან არცერთი არ არის პრო-ევროპული აქციების დროს დაკავებული პირი.
ცნობისთვის, გუშინ გვიანს საღამოს, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ 159 პატიმრის შეწყალების აქტი გამოსცა.
მსგავსი სიახლეები
01.09.26 12:13
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში