პაატა სილაგაძისა და გიორგი გოგინაშვილის კავშირი კლანთან ცალსახაა - ყოფილი სახალხო დამცველი

01.11.21 15:52
პაატა სილაგაძისა და გიორგი გოგინაშვილის კავშირი კლანთან ცალსახაა - ყოფილი სახალხო დამცველი

არჩევნებიდან მეორე დღეს, სასწრაფო წესით იუსტიციის საბჭოში დანიშნული ორი მოსამართლის  საკითხი ისევ განხილვის თემაა. სამოქალაქო სექტორი დარწმუნებულია, რომ ამ ცვლიილებების უკან მხოლოდ  სასამართლო კლანის გაძლიერების სურვილი დგას.

ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრის, პაატა სილაგაძისა და გიორგი გოგინაშვილის, სახელებს არაერთი სკანდალური საქმე უკავშირდება. მათ შორის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გამოტანა, კავშირები ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ,,ქართუ ჯგუფთან".

მათ სახელს უკავშირდება არაერთი სკანდალური გადაწყვეტილება, მათ შორის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტილება. კავშირები მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ,,ქართუ ჯგუფთან". 

გარდა ამისა, სილაგაძემ რამდენიმე წლის წინ უარი თქვა საბჭოს მდივნობაზე მურუსიძის სასარგებლოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. 

რეალურად მათი ურთიერთობა კლანთან ცალსახაა - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

 31 ოქტომბერს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩიეს. 

იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა კლანის გაძლიერების მცდელობაზე საუბრობენ.