რეზო კიკნაძის კითხვა მოსამართლეს - ჩვენი ბედი აშხაბადში უნდა წყდებოდეს?
სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დროს მოსამართლეს მიმართ და ჰკითხა უნდა წყდებოდეს თუ არა საქართველოს ბედი აშხაბადში.
მისი თქმით, ცოტა ხანში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იტყვიან, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია - "ეს იმიტომ ხდება, რომ მაშინ ჩუმად იყავით, თქვენ, პატივცემულო მოსამართლევ და თქვენც არაპატივცემულო პროკურორო".
სოლიდარობას გამოვუცხადებ დიქტატურის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის მებრძოლ ირანელებს. ყველა ადამიანმა უნდა აიღოს მაგალითი, როცა ქვეყნის კეთილდღეობას პირად კეთილდღეობაზე წინ აყენებ.
რით მოგვწამლეს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე? იმ თარიღებში, რა თარიღებშიც, ბრალი წარგვიდგინეს, რა ნივთიერებებს უშვებდნენ, ეგ გვითხრან.
სანამ პასუხს არ მივიღებთ, ყოველ წამს ინტენსიურად უნდა ვიკითხოთ, არ შეიძლება ეს დანაშაული შერჩეთ. თვითონ ერთმანეთშიც ვერ მოგვარებულან ისე, რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო რაღაცები არ გვითხრან..
მოსამართლეს ვკითხავდი, თვითონ თუ ფიქრობს, რომ ჩვენი ბედი აშხაბადში უნდა წყდებოდეს. პასუხს არ ველი. ჩვენც რომ ასე არ ვფიქრობთ, ამიტომ გამოვედით გარეთ. რაც დანაშაულად ჩაგვითვალეს. ყველა მოქალაქე ვალდებულია, გამოვიდეს, როცა მის ქვეყანაში უსამართლობა ხდება, როდესაც ხედავ, რომ შენ ე.წ. მთავრობა მტერს ემსახურება. ამიტომ ხდება, რომ მაშინ ის გავუტარეთ. ცოტა ხანში გვეტყვიან, რომ რუსეთია ჩვენი მეგობარია, ეს იმიტომ ხდება, რომ მაშინ ჩუმად იყავით, თქვენ, პატივცემულო მოსამართლევ და თქვენც არაპატივცემულო პროკურორო. ჩვენ იმიტომ გვიჭერენ, რომ თქვენ დაეთანხმეთ, პუტინთან წყდებოდეს ჩვენი ბედი.
თუ კიდევ ამ ამ მთავრობის ამომრჩეველი ხარ, არქიფო სეთურის ნახირს მახსენებ. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, ამ სუპიჭამია ნახირს რომ ვუყურებ.
უნდა შევეხო შერჩევით სამართალს. ზვიადაური არ დაუჭერიათ მკვლელობისთვის. ტერიშვილმა ქაღალდი ისროლა და 2 წელი უნდა იჯდეს ციხეში. გიგა ავალიანის საქმეზე ვიტყვი, ჯგუფურად არ უკვალიფიცირებენ ბრალს და ჩვენ დაგვიკვალიფიცირეთ ჯგუფურად, როცა ერთმანეთსაც არ ვიცნობდით.
ხალხს მინდა ვუთხრა, რომ არასდროს შეგვეშინდეს ერთი სიტყვის - "რევოლუცია". ყველა არეული რევოლუციით ლაგდება," - თქვა რეზო კიკნაძემ სასამართლოში.
ცნობისთვის, მოსამართლე თეა ლეონიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში 11 პირის: ირაკლი ქერაშვილის, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, რეზო კიკნაძის, რუსლან სივაკოვის, სერგეი კუხარჩუკის, გური მირცხულავას, გია ტერიშვილის და ვაკო თეთრაშვილის, საქმეს განიხილავს.
პირადი გადაწყვეტილებით დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან გური მირცხულავა და სერგეი კუხარჩუკი.
[ფოტო არქივიდან]
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში