ნავი გატეხილია და ყველა ერთად ჩავიძირებით, ცურვა არ ვიცი და არ ვიცი, როგორ გიშველოთ...თავისუფლებას გისურვებთ ყველას! - ონისე ცხადაძე
სააპელაციო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამათლე თეა ლეონიძე იხილავს.
ცოტა ხნის წინ სხდომაზე მცირე რეპლიკით ისარგებლა მსჯავრდებულმა ონისე ცხადაძემ და ყველა სინდისის პატიმარს თავისუფლება უსურვა.
თავისუფლებას ვუსურვებ ყველას ამ დარბაზში. სამი თუ ოთხი სხვადასხვა მხარე ზის აქ. ყველა ერთად ვცხოვრობთ, ერთ ნავში ვართ. ნავი გატეხილია და ერთად ჩავიძირებით. მე ცურვა არ ვიცი და ვერ მოგეშველებით" - განაცხადა ცხადაძემ.
ცნობისთვის, სააპელაციოში სინდისის 11-მა პატიმარმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ გამოტანილი 2 წლიანი განაჩენი გაასაჩივრეს.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში