ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, შეუზღუდეს პაემნებისა და ზარების რაოდენობა
სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეუცვალეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი და ნახევრად ღია რეჟიმიდან დახურულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ დარია სამოდუროვა სოციალურ ქსელში წერს.
ადვოკატის განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია საიდუმლო სხდომის ოქმი, რის გამოც დაცვის მხარისთვის უცნობია ცვლილების მიზეზები, ხოლო რეჟიმის გამკაცრებამ ზინოვკინას მნიშვნელოვნად შეუზღუდა სატელეფონო ზარებისა და პაემნების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი სხვა პატიმრებისგან განცალკევებით იმყოფება.
ადვოკატის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე გასაჩივრებულია და დამატებითი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმაც იგეგმება.
2026 წლის 16 იანვარს ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან, ანასტასია ზინოვკინასთან N5-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას შვიტყვეб რომ 2026 წლის 15 იანვრის ბრძანებით, ანასტასია ზინოვკინას შუცვალეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი და განუსაზღვრეს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. 2025 წლის 12 სექტემბრიდან ანასტასია მოთავსებული იყო ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
2026 წლის 15 იანვრის ბრძანების საფუძვლად მითითებულია საიდუმლო სხდომის ოქმი. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა მიზეზით შუცვალეს ანასტასია ზინოვკინას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი.
ანასტასია ზინოვკინასთანვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის შეცვლით მას შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა. ამ წლის 15 იანვრამდე ანასტასიას ჰქონდა განუსაზღვრელი რაოდენობით სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, 15 იანვრის შემდეგ ანასტასია ისარგებლებს სატელეფონო ზარით თვეში 3-ჯერ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზინოვკინა მოთავსებულია სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ანუ საკანში მარტოა და ყოველდღიურად ზარების განხორციელების შესაძლებლობით მას ადამიანებთან კომუნიკაცია შეეძლო, ამჯერად შეუზღუდეს ამდაგვარი სოციალიზაციაც.
სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ანასტასიას მოთავსების ბრძანება
გასაჩივრებულია უკვე სასამართლოში, რადგან პენიტენციურმა დეპარტამენტმა უარი გვითხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო 2026 წლის 15 იანვრის ბრძანებას გავასაჩივრებ უახლოეს პერიოდში, - წერს ადვოკატი.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში