"ჩვენი პატიმრები ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰგვანან" - სინდისის პატიმრის დედა

20.01.26 15:22
"ჩვენი პატიმრები ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰგვანან" - სინდისის პატიმრის დედა

 

 

"ჩვენი პატიმრები ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰგვანან" - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ განაცხადა. 

  • ცნობისთვის, გუშინ, გვიან საღამოს მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ 159 პატიმრის შეწყალების აქტი გამოსცა. მათმა უმეტესობამ საპატიმრო უკვე დატოვა, მათგან არცერთი არ არის პრო-ევროპული აქციების დროს დაკავებული პირი. 

თორნიკე გოშაძის დედის განცხადებით, დადგება დრო, როცა უდანაშაულო პირების ციხეში ყოფნისთვის "ქართული ოცნება" პასუხს აგებს. 

სადღაც გულის კუნჭულში გვქონდა იმედი იმიტომ, რომ იცი, რომ უდანაშაულოები არიან, მაგრამ გამოიჩინა მარიონეტმა ხელისუფლებამ ის, რომ ალბათ იტყვიან, რომ შეწყალება არ გვთხოვეს, თავი არ დაიმცირეს ვაჟკაცმა ბიჭებმა. ჩვენი პატიმრები ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰგვანან და არც ვიღაც გომელაურებს და ვიღაცებს, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკანონოდ სხედან ციხეში. დრო აუცილებლად დადგება, თვითონ აგებენ ყველაფერზე ამაზე პასუხს იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყანაში რომ არ დამთავრდეს ეს მდგომარეობა იმიტომ, რომ ესენი არ არიან პოლიტიკოსები, ეს არ არის ხელისუფლება, ესენი არიან ძალად დასმული, გაუნათლებელი სპორტსმენები," - განაცხადა მარიზი კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები