"უსამართლო და უკანონო განაჩენი" - მოსამართლის გადაწყვეტილებას ჭიათურაში პროტესტი მოჰყვა

20.01.26 15:38
"უსამართლო და უკანონო განაჩენი" - მოსამართლის გადაწყვეტილებას ჭიათურაში პროტესტი მოჰყვა

ჭიათურის პროტესტის მონაწილეები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანებიან, რომლის მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა 4 დაკავებული მაღაროელი დამნაშავედ ცნო და წლობით პატიმრობაში გაუშვა. 

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულიად უსამართლო, უკანონო და მიკერძოებული განაჩენი გამოიტანა. 

მათი თქმით, ისინი ბრძოლას კვლავ გააგრძელებენ, სანამ ჭიათურაში და მთელ საქართველოში სამართალი არ იზეიმებს. 

ქუთაისის სასამართლოში, მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა 4 უდანაშაულო ჭიათურელს, რომელიც 9 თვის განმავლობაში ელოდებოდა სამართალს, გამოუტანა სრულიად უსამართლო და უკანონო, მიკერძოებული განაჩენი: 2 ადამიანს - გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს გამოუტანა განაჩენი 6 წლის და 3 თვის ვადით, ხოლო არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს 4 წლის და 3 თვის ვადით. 

ეს არის ის სისტემა, რომელიც არა მარტო პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებს და ატუსაღებს ხალხს ციხეში, ეს არის მთავრობა და სასამართლო, რომელიც სოციალურ ფენებსაც კი, მშრომელ მაღაროელებს იჭერს 6 და 4 წლით.

ჩვენ ვაგრძელებთ აუცილებლად ჭიათურაში ბრძოლას. ერთი წელია თითქმის რაც ქუჩაში ვიმყოფებით და ვაპროტესტებთ ამ უსამართლობას და აუცილებლად, ვიდრე სამართალი არა მარტო ჭიათურაში, სრულიად საქართველოში არ იზეიმებს, ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე, გვინდა ერთობა," - ამბობს ჭიათურის პროტესტის მონაწილე. 

ქუთაისის სასამართლოს მიერ:

  • გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში და სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
  • არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და სასჯელის სახით 4 წელი და 3 თვე მიესაჯათ.

მაღაროელების საქმე - ცნობილია რამდენი წელი მიუსაჯეს ოთხივე დაკავებულს

მსგავსი სიახლეები