დადგინდეს, რა ნივთიერებით მოწამლა “ოცნებამ“ ხალხი - ემიგრანტებმა ჰააგის სასამართლოს მიმართეს
ემიგრანტების მიმართვა ჰააგას - საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს ასობით მოქალაქის სახელით წერილი უკვე შევიდა.
ემიგრანტები ითხოვენ ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, რა ნივთიერებით მოწამლეს საპროტესტო აქციების დროს ხალხი.
წერილის ავტორებს შორის საქართველოს ის მოქალაქეებიც არიან, რომლებიც შარშან ნოემბერ- დეკემბერში საგანგებოდ აქციებში მონაწილეობისთვის ჩამოვიდნენ და სავარაუდო, ქიმიური იარაღით მოწამვლა საკუთარ თავზეც გადაიტანეს.
წერილში ვკითხულობთ, რომ საინტერსო იქნება, თუკი ჰააგის სასამართლო დაინტერესდება და შეისწავლის იმ ფაქტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში გასულ წელს, აქციების დროს. ემიგრანტების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერზე საერთაშორისო სასამართლოს ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება.
დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება BBC-ის ეთერში გასული სკანდალური სიუჟეტია.
ჩვენ, ემიგრანტებმა, მივმართეთ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, საკმაოდ მძიმე ბრალდებით, საქართველოში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტზე. ჩვენ ამ წერილში პოლიტიკურ სპეკულაციებზე არ ვსაუბრობთ, წერილში საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება, აქვთ კონკრეტული სიმპტომები და საკუთარ ქვეყანაში ვერ იღებენ პასუხს, - ამბობს წერილზე ერთ-ერთი ხელმომწერი.
ემიგრანტების თქმით, დღეს “ქართული ოცნება“ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი გადარჩინოს, რადგან მათ ძალიან სტკივათ მათი ლიდერის ხსენება აღნიშნულ საქმეში.
“ოცნებას“ ახლა რაც სტკივა ერთადერთი არის ის, რომ აქ ნახსენებია ბიძინა ივანიშვილი. მთელი „ქართული ოცნება“ ცდილობს, გადაარჩინოს ივანიშვილი, მინდა გავახსენო მას, იმ დიქტატორებმა, რომლებმაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს, როგორ დაასრულეს მოღვაწეობა და სიცოცხლე, ყველამ კარგად ვიცით და მსოფლიო ისტორიას ამის ფაქტები აქვს, - ამბობს კიდევ ერთი ემიგრანტი.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში