ნანა სადერსმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შიმშილობა შეწყვიტა

20.01.26 19:02
ნანა სადერსმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შიმშილობა შეწყვიტა

4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულმა სამოქალაქო აქტივისტმა, ნანა სანდერსმა შიმშილობა შეწყვიტა.

ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მშრალი შიმშილობის შეწყვეტა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო

როგორც იცით, წინა ე.წ. პროცესზე დავიწყე შიმშილობა. სანამ ამ შიმშილობას დავიწყებდი, მანამდე რამდენიმე დღით ადრე ვთქვი, რომ თუ ჩემი მოთხოვნები ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ დაკმაყოფილდებოდა, შიმშილობას დავიწყებდი. იცით, რომ 13 იანვრიდან დავიწყე შიმშილობა. არ მაქვს სამედიცინო განათლება, მაგრამ ვიცი, რომ ცუდად ვიყავი, აბაზანიდან დამოუკიდებლად ვერ გამოვდიოდი, ოფიცრებმა გამომიყვანეს. შაქრის რაოდენობა იყო დაბალი, ისე სწრაფად ეცემოდა, მორიგე ექიმმა მითხრა, რომ აღმოვჩნდებოდი კომაში. მე არ მიბრძოლია ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად და მართლა მინდოდა ჩემი სიტყვა ბოლომდე შემესრულებინა, მაგრამ არც კომაში ყოფნა არ მინდოდა. შესაბამისად, მეოთხე დღეს შეწყდა ჩემი შიმშილობა, - თქვა სანდერმა.

 

მსგავსი სიახლეები