სურსათის და მედიკამენტების შემდეგ საწვავი - როგორ აპირებს ივანიშვილის გუნდი ტარიფების შემცირებას

20.01.26 20:43
სურსათის და მედიკამენტების შემდეგ საწვავი - როგორ აპირებს ივანიშვილის გუნდი ტარიფების შემცირებას

სურსათისა და მედიკამენტების შემდეგ, "ოცნება" ახლა უკვე საწვავის ფასების შესწავლას იწყებს. უსაფრთხოების სამსახურისა და „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით, ბენზინისა და დიზელის ფასებზე მუშაობის მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ პირველი სხდომა დღეს გამართა.

კომისია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მუშაობს და მასში, მინისტრების გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც მონაწილეობს. როგორც ივანიშვილის ხელისუფლება აცხადებს, პროცესში ჩაერთვება პარლამენტიც, ხოლო კვლევა აპრილის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მთავრობის დაპირებით, ამ პერიოდში საწვავის ფასები უნდა შემცირდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ მოკვლევის ეტაპი უკვე დასრულებულია და უწყება საგამოძიებო მოქმედებებზე გადადის. არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების ფარგლებში დაიბარონ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნათია თურნავაც. ამ ფონზე, ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ კომისიის შემადგენლობაში არ შედის ეროვნული ბანკი - ინფლაციის მაჩვენებლებზე პასუხისმგებელი მთავარი ინსტიტუცია.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები