ივანიშვილის გუნდი უსამართლო სასამართლოსა და აქტივისტების დევნაში ამხილეს - რა დაადგინა სტრასბურგმა
ბანკიდან მიღებული შეტყობინებით „თავისუფლების ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით ჯინჭარაძემ შეიტყო, რომ მისი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია. როგორც თავად აცხადებს, დაყადაღების საფუძვლად საპროტესტო აქციაში მონაწილეობა სახელდება. დაყადაღებულია ის ანგარიშებიც, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების დასახმარებლად თანხები გროვდებოდა.
„სასახლის ჯებირის საქმეზე“ დაკავებულთა ნაწილს ყოველთვიურად საპატიმრო ბარათზე 500-500 ლარი ერიცხებოდა. ამ თანხების შეგროვებას სწორედ დავით ჯინჭარაძე კურირებდა. მისი თქმით, ანგარიშების დაყადაღებით "ოცნების" ხელისუფლება მოქალაქეების მხრიდან პატიმრებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას ზღუდავს.
ამ ფონზე, აქტივისტების დევნის უკანონობაზე გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია სამართლიანი სასამართლოსა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები. საქმე ეხება ე.წ. „რუსული კანონის“ პირველი განხილვების პერიოდს, როდესაც მასობრივი საპროტესტო აქციების დროს არაერთი მოქალაქე დააკავეს გზის გადაკეტვისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ერთ-ერთი დაკავებული იყო გიორგი მექვაბიშვილი, რომელიც, როგორც ირკვევა, პოლიციის მიერ დემონსტრანტზე ძალადობის ვიდეომტკიცებულებას იღებდა დაკავების მომენტში.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში