სასამართლომ 4 ჭიათურელი ციხეში გაუშვა - მაღაროელები პროტესტის ახალ ტალღას აანონსებენ

20.01.26 21:22
სასამართლომ 4 ჭიათურელი ციხეში გაუშვა - მაღაროელები პროტესტის ახალ ტალღას აანონსებენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელების საქმე განაჩენით დაასრულა - ოთხი პროტესტის მონაწილე სასამართლოდან პირდაპირ ციხეში გააცილეს. მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა ისინი დამნაშავედ ცნო „ჯგუფურ ძალადობაში“ და ორ მათგანს 6 წლით, ორ მათგანს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს მომხდარ ინციდენტს, რომელიც ჭიათურაში მიმდინარე პროტესტის ფარგლებში შუქრუთის მაღაროს დირექტორსა და მაღაროელებს შორის მოხდა. პროკურატურის ვერსიით, მერაბ სარალიძემ და გიორგი ნეფარიძემ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე, თენგიზ კობერიძეზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმეს, ხოლო არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი აღნიშნულ ქმედებაში მონაწილეობდნენ. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ძალადობა ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა.

ჭიათურაში პროტესტი უკვე ერთ წელზე მეტია გრძელდება და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შრომითი უფლებების შელახვას უკავშირდება. მაღაროელები ამ პერიოდის განმავლობაში კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ითხოვდნენ. მათი თქმით, მოთხოვნებზე რეაგირების ნაცვლად, კომპანია და სახელმწიფო ინსტიტუტები პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ რეპრესიულ გზას დაადგნენ, რაც საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთით დასრულდა.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები