მასწავლებლის მკვლელობის საქმე: 17 წლის დაკავებული შიმშილობას იწყებს - ოჯახი პროკურატურას ბრალის ფაბრიკაციაში ადანაშაულებს

20.01.26 21:28
მასწავლებლის მკვლელობის საქმე: 17 წლის დაკავებული შიმშილობას იწყებს - ოჯახი პროკურატურას ბრალის ფაბრიკაციაში ადანაშაულებს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა დემეტრე ჩიქოვანმა პირველად ისაუბრა საქმის დეტალებზე. ციხიდან გამოგზავნილ წერილში სკოლის მოსწავლე აცხადებს, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოგონილია. ჩიქოვანი რეზონანსულ საქმეზე თავდაპირველად შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას ჯანმრთელობის განზრახ ჯგუფურად მძიმე დაზიანებას ედავებიან. დღეს დაკავებულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

ამავდროულად, მეოთხე დღეა პროკურატურის შენობასთან შიმშილობს დემეტრე ჩიქოვანის დედა. სოფო ძნელაძის თქმით, მისი ერთადერთი თხოვნა ახლა ის არის, რომ შვილმა შიმშილობა შეწყვიტოს. დედა მიიჩნევს, რომ პროკურატურამ მისი 17 წლის შვილი მსხვერპლად მხოლოდ იმიტომ აირჩია, რომ მოკლული მასწავლებლის დედა გაეჩუმებინათ და ქუჩის პროტესტი შეჩერებულიყო.

დემეტრე ჩიქოვანს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოჯახის წევრების განცხადებით, პროკურატურას საქმეში არ აქვს წარმოდგენილი არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ჩიქოვანის ბრალეულობას დაადასტურებდა. ამასთან, საქმის მასალებში მითითებულია, რომ გიგა ავალიანზე თავდასხმის წინა დღეებში დემეტრე ჩიქოვანი მასწავლებლის თვალთვალსა და ჩასაფრებაში მონაწილეობდა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები