თბილისის მეტროპოლიტენს პრობლემები შეექმნა

20.01.26 22:53
თბილისის მეტროპოლიტენს პრობლემები შეექმნა

თბილისის მეტროპოლიტენს პრობლემები შეექმნა - მეტრო სადგურ "თავისუფლების მოედანზე" მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო დაკვამლიანება იყო.

სატრანსპორტო სამსახურის ცნობით, ამის გამო მატარებლის მოხსნა გახდა საჭირო.

ტექნიკური მიზეზის გამო, მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე, მატარებლის ბოლო ვაგონში დაკვამლიანება იყო და ხაზიდან მოიხსნა... 5 წუთით იყო შეფერხება, ახლა მოძრაობა აღდგენილია, - აცხადებენ სატრანსპორტო სამსახურში.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მოქალაქის ცნობით, თავისუფლებაზე ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. 

მსგავსი სიახლეები