დიდთოვლობა საქართველოში: გზებზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდა

21.01.26 10:17
დიდთოვლობა საქართველოში: გზებზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდა

საქართველოში ინტენსიური თოვის გამო რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების მიზეზით გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

ამასთან, ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო მოძრაობა შეჩერებულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზეც.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მძღოლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ არსებული შეზღუდვები და გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, ვიდრე ამინდის პირობები არ გაუმჯობესდება.

მსგავსი სიახლეები