გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები და გააუქმეთ რეპრესიული კანონები - გაფრთხილება "ოცნებას“ დიდი ბრიტანეთიდან
გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები და გააუქმეთ რეპრესიული კანონები - კიდევ ერთი გაფრთიხლება „ქართულ ოცნებას“ დიდი ბრიტანეთიდან.
ივანიშვილის პარტიის ანტიდასვლურ და რეპრესიულ პოლიტიკაზე განცხადება ბრიტანეთის ევროპის საკითხთა მინისტრმა გააკეთა. სტივენ დაუთი მაკა ბოჭორიშვილთან თვეების წინ გამართულ მძიმე შევხდრაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ევროპელ კოლეგებთან ერთად „ ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის საპასუხო ზომებზე მუშაობას აგრძელებს.
"საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია და ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ამ წუხილების საპასუხოდ.
წინა ოქტომბერს მე გავუმეორე დემოკრატიულ უკუსვლაზე, ოპოზიციის დაკავებაზე და მოკავშირეთა ელჩებზე თავდასხმებზე ჩემი წუხილებით საქართველოს საგარეო მინისტრ ბოჭორიშვილს.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელებს (leadership) გაიწვიონ რეპრესიული კანონმდებლობა, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები და დაუბრუნონ ქვეყანა დემოკრატიულ გზას."- ამბობს სტივენ დაუთი.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში