ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

21.01.26 11:32
ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

"ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად სამოქალაქო აქტივისტი წერს.  

"ნინო წილოსანის ჯიში მოვტყანის" გამო აღძრული საქმე.
"დეტექტივი კალანდია" - აი რითი არიან ქოცი დეტექტივები დაკავებული 💩
წიგნი არ წაუკითხავთ, სერიალი მაინც ნახონ ამ უპატრონოებმა დეტექტივებზე"- წერს ნატა ფერაძე. 

ირკვევა, რომ ოქმის შემდგენელმა პოლიციელმა, ირაკლი კალანდიამ ფბ-ის სქროლვისას აღმოაჩინა, რომ 2025 წლის 21 დეკემბერს ნატალია ფერაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნინო წილოსანს.

რას წერს ოქმში პოლიციელი: 

2025 წლის 24 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა ირაკლი კალანდიამ სასამართლოში წარდგენისა და სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით დავათვალიერე ნატალია ფერაძის ფეისბუქ გვერდი https://www.facebook.com/nata peradze, რომლის დათვალიერების შედეგად აღმოვაჩინე, რომ 2025 წლის 21 დეკემბერს ნატალია ფერაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს - ნინო წილოსანს.

აღნიშნული ფეისბუქ გვერდზე გაკეთდა რი სქრინშოთი, თარიღისა და ტექსტის იდენტიფიცირების მიზნით. სქრინშოთები დაერთვება სამართალდარღვევის საქმეს და წარედგინება სასამართლოს მტკიცებულების სახით.

შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

დეტექტივი ირაკლი კალანდია

განახლება:

აქტივისტი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ მისი საჯარო პოზიცია, რომლის გამოც მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ეფუძნება ჟურნალისტურ გამოძიებასა და საკუთრების წარმოშობის გამჭვირვალობის მოთხოვნას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სახელმწიფო მოხელეების ოჯახის წევრებს ეხება.

ფერაძის შეფასებით, საქართველოში მიწისა და ბუნებრივი რესურსების განაწილება უკონტროლოდ ხდება, ნებართვების გაცემა კითხვის ნიშნებს აჩენს, ხოლო კრიტიკული კითხვების დასმა მოქალაქის ლეგიტიმური უფლებაა და არა პირადი თავდასხმა.

პოსტი იყო ტვ პირველის არაჩვეულებრივი ჟურნალისტური გამოძიების გაოძახილი, სადაც გაშიფრულია, თუ როგორ ითვისებენ საქართველოს მიწა-წყალს და რას უშვრებიან, როგორ მოჭრა წილოსანის ოჯახმა, წილოსანი ოღონდ დამალულია, რა თქმა უნდა, და წილოსანი ნათესავობამ როგორ მოჭრა მთა. გავეცანი გერმანულ კანონმდებლობას, ერთ ოთახიან ბინას ვერ შეიძენ თუკი არ დაადასტურებ თითო ცენტის წარმოშობას, თუ საიდან გაქვს, გამჭვირვალობაა სრული და ჟურნალისტსაც როცა ვუყურებ, "რა შენი საქმეა", ასე პასუხობენ ის მფლობელები და კი, ჩვენი საქმეა სახელმწიფო მოხელის ოჯახის წევრებს საიდან აქვთ ფული. ამახინჯებენ საქართველოს, რატომ გაიცემა ნებართვები და ა.შ. ცალსახაა, რომ არ უნდა ამ ხალხს ევროპა და ასე მიჩივიან, - ამბობს ნატა ფერაძე. 

მსგავსი სიახლეები