ცნობებს, კარიბის ზღვაში დაკავებულ გემზე ქართველების ყოფნის შესახებ ვამოწმებთ - საგარეო

21.01.26 12:56
ცნობებს, კარიბის ზღვაში დაკავებულ გემზე ქართველების ყოფნის შესახებ ვამოწმებთ - საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 15 იანვარს, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნაზე და ინფორმაციას ამოწმებს. 

საგარეო უწყებამ "რადიო თავისუფლებას" მისწერა, რომ „ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“.

„2026 წლის 15 იანვარს, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, „Veronica“-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად, საქართველოს საელჩო აშშ-ში ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს“, - მისწერეს რადიო თავისუფლებას უწყების პრესცენტრიდან.

ცნობისთვის, "რადიო თავისუფლებას" მეზღვაურების ოჯახის წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 იანვარს კარიბის ზღვაში ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე, რომელიც გაიანის დროშის ქვეშ ცურავდა, 5 ქართველი მეზღვაური იყო. 

მსგავსი სიახლეები