დიდთოვლობა აჭარაში - ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს
მთელი ღამის განმავლობაში თოვდა მაღალმთიან აჭარაში - ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 30-40 სანტიმეტრია.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა დილიდან განაახლა.
პირველ ეტაპზე გაიწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ხოლო შემდეგ შიდა სასოფლო გზები.
მაღალი ზონის სოფლებში დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.ი
მსგავსი სიახლეები
01.09.26 12:13
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში