სასახლის ღობის საქმე - იური ლომიძის ადვოკატი საპროცესო შეთანხმების შესაძლო გაფორმებაზე დასმულ კითხვას პასუხობს
4 ოქტომბის საქმეზე დაკავებულები სასამართლოში მიიყვანეს - 13 პირის სხდომა დღეს საჯაროდ გავრცელებული ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით გაიხსნება.
დაკავებულებს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დაკავებულთან საგამოძიებო უწყება საპროცესო გარიგების გაფორმებას აპირებს, თუცმა ეს ინფორმაცია ჯერ პროკურატურას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
დღეს "პირველებმა" სასამართლო პროცესის დაწყებამდე ყოფილი პოლიციელის, ბრალდებულ იური ლომიძის ადვოკატს ჰკითხა, გეგმავს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ამის შესახებ მისთვის ჯერჯერობით უცნობია.
ფაქტი იმის შესახებ, რომ იური ლომიძე ბრალდების მხარესთან აპირებს მოლაპარაკებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია. ზოგადად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაგრამ კონკრეტულად გამოკვეთილი იური ლომიძის საქმესთან დაკავშირებით, ამაზე ვერ მოგახსენებთ. ამ ეტაპზე მოცემულობა ის არის, რომ საპროცესო შეთანხმება არ იხილება. მე გავივლი კონსულტაციას ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან და შემდეგ, თუკი მისი მხრიდან არის მზაობა, რა თქმა უნდა, ჩაგაყენებთ საქმის კურსში. იმდენად კარგად არიან ამ საკითხში გარკვეულები, რომ ჩვენზე უკეთ წყვეტენ საპროცესო შეთანხმების შინაარს, როგორ წარმართონ საკუთარი დაცვის ბედი. გვისაუბრია დიახ და ეს ზოგადი საუბარია, კოლეგებთანაც ყოფილა ამაზე საუბარი. არ ვიცი ნამდვილად, პროკურატურა რას ითხოვს.
ის რომ იური საკუთარი სურვილით იყო მისული აქციაზე და რომ მონაწილეობა მიიღო მშვიდობიანს აპროტესტო აქციაში, ეს სასამართლო პროცესზე არაერთხელ გააჟღერა მან", - აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, იური ლომიძეს კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში