ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულის მიმართ შესაძლოა, დევნა შეწყდეს
სასახლის ღობის საქმზე დაკავებული ბექა მაჭავარიანი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტადა, გლდანის მე-8 დაწესებულებაში დააბრუნეს. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, ახლა ექიმებმა უნდა დადონ ექსპერტიზის დასკვნა, შერაცხადი იყო თუ არა მაჭარავრიანი იმ მომენტში, რასაც მას 4 ოქტომბერის საქმეზე პროკურატურა ედავება.
თუ ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, მაჭავარიანს შეურაცხადობა დაუდგინდება, ადვოკატის თქმით, ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება.
რაც შეეხება ბექა მაჭავარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბრალდებული სამი დღის წინ გადაყვანილ იქნა მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა დღესდღეობით ცნობილი არაა, თუ რა სახის დასკვნა მიიღო ექსპერტიზამ. უახლოეს დღებში, როგორც კონსულტაცია გვქონდა ექიმებთან, დადებული იქნება შესაბამისი დასკვნა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, გაგრძელდება თუ არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა. ჩემი, როგორც ადვოკატის გადასახედიდან, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს შეურაცხადობის ნიშნები, მაგრამ მე ხომ ექსპერტი არ ვარ. იმისდა მიხედვით ვიხელმძღვანელებთ, რა სახის დასკვნას დადებს ექსპერტიზა.
პირდაპირ გვეუბნება კანონმდებელი მოცემულ შემთხვევაში, რომ თუკი მის მიმართ დადგენილი იქნება, რომ იმ კრიმინალური ქმედების დროს იყო შეურაცხად მდგომარეობაში, ამ შემთხვევაში დევნა შეწყდება", - აცხადებს ადვოკატი.
სასახლის ღპბის საქმეზე 13 პირის სხდომა საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გაიხსნა. დღეს ვიდეო მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, იური ლომიძეს კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში