მასწავლებლის მკვლელობის საქმე - პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბრალდებული მოსწავლის წინააღმდეგ "მყარი მტკიცებულებები" აქვთ
მასწავლებლის მკვლელობის საქმე - პროკურორი ამბობს, რომ, არასრულწლოვანი ბრალდებული დ.ჩ. რომელსაც ბრალი დაუმძიმეს და ახლა განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას ედავებიან, დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩასაფრებაში იმყოფებოდა მოკლულ გიგა ავალიანთან და დანაშაულის ჩადენაში სხვა არასრულწლოვნებს ეხმარებოდა.
აღნიშნული განცხადება სახელმწიფო მბრალმდებელმა, ქეთევან სონიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთთან გაააკეთა.
სონიძე ირწმუნება, რომ პროკურატურას საქმეში მყარი მტკიცებულებები აქვს, რომელიც არასრულწლოვან დ.ჩ.-ს ბრალეულობას ადასტურებს.
ბრალდების მხარის მიერ შეკრებილია და სასამართლოში წარდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული დ.ჩ. დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩასაფრებაში ნამდვილად იმყოფებოდა გიგა ავალიანთან და დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა სხვა არასრულწლოვანებს, რომლებმაც რამდენიმე დღის შემდეგ ნამდვილად განახორციელეს თავდასხმა დაზარალებულზე და შესაბამისად მას მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს.
ჩვენს მიერ საკმაოდ მყარი მტკიცებულებები არის წარდგენილი, რომელიც არასრულწლოვანი დ.ჩ.-ს ბრალეულობას ადასტურებს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა მტკიცებულებების დასაშვებობების საკითხი, წინასასამართლო სხდომა ჰქვია ამ ეტაპს. შესაბამისად, ბრალდების მხარის მხარის მტკიცებულებებმა გაიარა დასაშვებობის კონტროლი და დასაშვებად იქნა მიჩნეული“,- განაცხადა პროკურორმა.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს - დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში