მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნები თავს დამნაშავედ არ ცნობენ - დაცვის მხარე პროკურორის აცილებას ითხოვს
მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნები - დ.ჩ. და ა.ნ. თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ პროკურორ ქეთევან სონიძის აცილება მოითხოვეს, ასევე დააყენეს შუამდგომლობა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე.
როგორც ა.ნ.-ს ადვოკატი"პირველებთან" ამბობს, საგამოძიებო მოქმედებები დარღვევით არის ჩატარებული, ამიტომაც მტკიცებულებები, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას აქვს წარმოდგენილი საქმეში, დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი .
წარმოდგენილი შუამდგომლობა ემსახურება იმას, რომ საგამოძიებო უწყება, როდესაც აწარმოებდა გამოძიებას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე იმდენად დარღვევით ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომ ამასთან დაკავშირებით დაცვის მხარეს გვქონდა რეაგირება. რეაგირება გამოიხატა შუამდგომლობაში, რომ აღნიშნული მტკიცებულებები დაუშვებლად იქნას ცნობილი. აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნულ საქმეში აღარაფერი აღარ დარჩება საწინააღმდეგო მტკიცებულება. ა.ნ.-ს არანაირი სახის ინფორმაცია არ ჰქონდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. აღნიშნული ბრალდება არის დაუსაბუთებელი და უკანონო", - ამბობს ა.ნ.-ს ადვოკატი.
ჩვენ მოსამართლეს მივმართეთ პროკურორს აცილების შუამდგომლობით, ასევე გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე. დემეტრე თავს ცნობს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. მტკიცებულება არ არსებობს, რომელცი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს დაადასტურებს", - აცხადებს დ.ჩ.-ს უფლებადამცველი გიორგი გამხიტაშვილი.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს - დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში