"პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების ნაწილს საპროცესო გარიგებას სთავაზობს
თავისუფლება ან სასჯელის შემსუბუქება აღიარების სანაცვლოდ - "პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულებს საპროცესო გარიგებას სთავაზობს.
არსებული ინფორმაციით, ეს შეთავაზება მხოლოდ რიგით დემონსტრანტებს ეხებათ და არა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს.
პროკურორი "პირველებთან" საუბარში განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, დაკავებული თავს დამნაშავედ უნდა თვლიდეს წარდგენილ ბრალში, რათა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. მისი თქმით, "თვითონ უნდა გადაწყვიტონ ბრალდებულებმა რას იზამენ".
დღეს არსებულ საქმეზე არცერთი ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს, დღესაც არ გაუჟღერებია რომელიმე მათგანს, რომ დანაშაულს აღიარებდნენ, შესაბამისად საკანონმდებლო განაწესი არის ის, რომ უნდა აღიარებდეს ბრალდებული, რომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს მას. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირ ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას თან უნდა ერთვოდეს აღიარება.
პროკურატურა არაფერს არ ითხოვს, მოგახსენებთ, რომ კანონი ითხოვს, იმისთვის, რომ კონკრეტულ ბრალდებულს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება მან თავი უნდა ცნოს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
ქალბატონ ევასთვის [შაშიაშვილი] არავის არაფერი უთხოვია, არც პროცესის დროს და არც პროცესამდე, თვითონ თავისი ინიციატივით, მან და მისმა ადვოკატმა გადაწყვიტეს ბრალის აღიარება და მტკიცებულებები მიიჩნიეს უდაოდ.
თვითონ უნდა გადაწყვიტონ ბრალდებულებმა რას იზამენ, მე ვერავის ვერაფერს ვერ მივუთითებ," - ამბობს პროკურორი.
წყაროს მიერ "პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, სასახლის ღობის საქმის მონაწილეს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, სთხოვდნენ ეთქვა, რომ აქციაზე ერთი დღე ქუჩაში დგომის ფასი 300 ლარი იყო. ამასთან, ითხოვდნენ დაკავებული ლიდერების დასახელებას და ჩვენებას ბურჭულაძის წინააღმდეგ.
სასახლის ღობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის თქმით, აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი შესაძლოა ყოფილიყო კულუარებში.
კი მისაუბრია [ბრალდებულთან], მაგრამ ესეთი მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს ჯერ. არც შემოუთავაზებიათ. კულუარებში შეიძლება ყოფილიყო რაღაც მსგავსი საუბრები, მოდი ჩვენ ვაღიარებთ და არავის არ უნდა ხომ? - მოსალოდნელი სასჯელი შეიძლება 4-დან 7 წლამდე იყოს და თუ შესაძლებელია, რომ საპროცესო შეთანხმების პირობებში ჩაითვალოს ეს სასჯელი მოხდილად, რაც იმყოფება აღკვეთის ღონისძიების ქვეშ, მაშინ მისაღები უნდა იყოს. გააჩნია რა პირობებს შემოგვთავაზებენ, თუ მაგალითად ეხლა რაც აღკვეთის ღონისძიების ქვეშ ხომ იმყოფება მე-4 თვეა, ამ დროს თუ ჩაგვითვლიან სასჯელის ნაწილში, მაშინ ლოგიკურია," - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში