ბენზინი ისევ გაძვირდა - საწვავზე ფასმა 4 თეთრით მოიმატა

01.11.21 18:29
ბენზინი ისევ გაძვირდა - საწვავზე ფასმა 4 თეთრით მოიმატა

ბენზინი ისევ გაძვირდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში საწვავის ფასი ოთხი თეთრით გაიზარდა. გასული ათი დღის მონაცემებს თუ გადავხედავთ, საქართველოში ჯამში საწვავი ათი თეთრითაა გაძვირებული.  
ფასები მომატებულია ყველა ტიპის საწვავზე. ბენზინი გაძვირდა როგორც საბითუმო ბაზარზე, ისე არაბრენდირებულ და ბრენდირებულ ბენზიგასამართ სადგურებზე.

ნავთობპრუდუქტების იმპორტიორი კომპანიების ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბენზინის ფასი ორჯერ გაძვირდა. მათი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო მთლიანად უცხოურ ბაზარზეა დამოკიდებული, ქვეყანას არ გააჩნია ბერკეტი, ბენზინზე ფასის შენარჩუნება შეძლოს. ეკონომიკის ექსპერტების ინფორმაციით, ერთადერთი, რაც ხელისუფლებას შეუძლია, არის აქციზის გადასახადის შემცირება.

ექპერტები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ და აცხადებენ, რომ საწვავზე ფასის ზრდა კვლავ მოსალოდნელია.  

მსგავსი სიახლეები