სპეცოპერაციის დროს კაცი ცუდად გახდა, შემდეგ კი გარდაიცვალა - მედია

22.01.26 11:33
სპეცოპერაციის დროს კაცი ცუდად გახდა, შემდეგ კი გარდაიცვალა - მედია

სპეცოპერაციის დროს, გორში, ოჯახის წევრი ცუდად გახდა. შემდეგ კი - გარდაიცვალა - ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ცუდად, შვილის დაკავების მცდელობის დროს, გახდა.

შემთხვევა 3 დღის წინ გორში მოხდა.

შს სამინისტროს ცნობით, მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება სპეცოპერაციას, პრესსამსახურის ცნობით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება, თუმცა რომელი მუხლით, უცნობია.

მსგავსი სიახლეები