ქალი პოლიტპატიმრების დასახმარებლად - 27 იანვარს აქცია ჩაინიშნა
ქალი პოლიტპატიმრების დასახმარებლად - ქალთა მოძრაობა და ქალი პოლიტიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ 27 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან შეიკრიბონ და ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის სოლიდარობის აქცია გამართონ.
სამოქალაქო აქტივისტები დაუყოვნებლივ მოითხოვენ, რომ ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერს ჩაუტარდეთ სრული და კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევები, მათ შორის აუცილებელი აპარატურული კვლევები და მათთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა. ამასთან, მოითხოვენ შეწყდეს მათ მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა.
სოლიდარობა არის ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მორალური საყრდენი. ჩვენმა საზოგადოებამ და ჩვენმა პროტესტმა აჩვენა ეს ძალიან ბევრჯერ, მათ შორის ნინო დათაშვილის შემთხვევაში, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმრის შემთხვევაში, მაგრამ ახლა, 27 იანვარს უნდა გავერთიანდეთ ანასტასიასთვის და ნანასთვის იმიტომ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მათი ადვოკატებისგან, გვაქვს ინფორმაცია უშუალოდ მათი გულშემატკივრებისგან და ამ ორ ქალს სჭირდებათ სასწრაფო, გადაუდებელი მკურნალობა. ეს უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულებაში, ეს უნდა იყოს იმ ყველა სტანდარტის მიხედვით, რომელიც ზოგადად არსებობს თანამედროვე მედიცინაში და პენიტენციურ სამსახურში, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქონ ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამიტომ, ყველა 27-ში, ერთმანეთის მხარდამხარ, 18:00 საათზე. ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ამ ქალების და ჩვენი პოლიტიკური პატიმრების მიმართ სოლიდარობა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში