"ოცნება" ცდილობს ბრუტალური დასჯის მეთოდები შემოიტანოს" - მურთაზ ზოდელავა სასამართლოზე

22.01.26 13:20
"ოცნება" ცდილობს ბრუტალური დასჯის მეთოდები შემოიტანოს" - მურთაზ ზოდელავა სასამართლოზე

 

 

"ქართული ოცნება" ცდილობს ბრუტალური დასჯის მეთოდები შემოიტანოს. რაზეც ადრე ადმინისტრაციულით რეაგირებდა, ახლა უკვე 4-დან 6 წლამდე მუხლია," - ცდილობს ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელია, პროტესტი სულ ასეთი იყო - "შეხლა-შემოხლით, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისგება იყო მხოლოდ სახელმწიფოს რეაგირება". 

საქართველოში თუ რამე აქცია ჩატარებულა და ექსესი მომხდარა, არასდროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ გასცდენია. პირველად ეს მოხდა 20 ივნისს. ამის შემდგომ უკვე ხელისუფლება ცდილობს ბრუტალური დასჯის მეთოდები შემოიტანოს. რაზეც ადრე ადმინისტრაციულით რეაგირებდა, ახლა უკვე 4-დან 6 წლამდე მუხლია. ეს არის "ოცნების" მცდელობა საშიში, ჩამოხრჩობა თავის მოჭრა გამოიყენოს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. საქართველო რაც დამოუკიდებელია, პროტესტი სულ ასეთი იყო, შეხლა-შემოხლით,  მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისგება იყო მხოლოდ სახელმწიფოს რეაგირება," - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიას, ირაკლი შაიშმელაშვილის და გური ჟვანიას პროცესი მიმდინარეობს. 

დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ პირები, რომლებმაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარეს. ამასთან, განიხილეს ვიდეო-ჩანაწერები. ამ დროისთვის კი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. 

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები